საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველ ნომრად მისი შესაძლო დასახელების საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით სანდრა რულოვსი ჩანაწერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აკეთებს.
“მინდა ყველას გასაგებად ვთქვა და ნურავის ნუ ეწყინება, რომ მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს!” – წერს სანდრა რულოვსი.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანდრა რულოვსი “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი იქნებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია პარტიის ლიდერებმა უარყვეს.
მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ, ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს
01/03/2016