მე აღარ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მე, როგორც საზოგადოების რიგითი წევრი, ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ და ჯერ არჩევნების პერიოდში გავაკეთოთ სწორი არჩევანი და შემდეგ არჩეული ხელისუფლება მუდმივად ვაკონტროლოთ. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ, კარგად დააკვირდით… ისევ პატრიარქს გავიხსენებდი, რომ „უფსკრულის პირას ვიყავით“ და დღეს ევროპელებს ვეჯიბრებით რეიტინგებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაიზარონ არჩევნებში მონაწილეობა და სწორი არჩევანი გააკეთონ.