მანანა კობახიძის შეფასებით, როგორც ჩანს, თამაზ მეჭიაური თვლის, რომ ცალკე უნდა გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა და ეს მისი გადასაწყვეტია. ასე ეხმაურება კობახიძე მეჭიაურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ახალი პარტია შექმნა.
„ნებისმიერი ადამიანის აზრს პატივს ვცემთ, მით უმეტეს, ჩვენი თანაგუნდელის. როგორ გააგრძელებს საქმიანობას, ვისთან ერთად და რა იდეოლოგიით ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კობახიძემ.