მეც გაუბედურებული ვარ, შემზარავი ფაქტი მოხდა და გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს

13/10/2022

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და მის მშობლებს ესაუბრა. კახა კალაძემ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გოგონას ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, დაზარალებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის და გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც. თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0