თბილისში, მეტროსადგურ „დელისთან“ 67 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
„112-ში ზარი 14:00 საათისთვის შევიდა, ზარის ინიციატორი ამბობდა, რომ ხანდაზმული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო. ადგილზე მივიდა საპატრულო, სასწრაფო და კრიმინალური პოლიცია. 1949 წელს დაბადებული მამაკაცი მათ გარდაცვლილი დახვდათ. ჩატარდა წინასწარი საგამოძიებო მოქმედება, ოჯახის ინფორმირება მოხდა. ადგილზე მივიდა გარდაცვლილის მეუღლე და შვილი. მათი ინფორმაციით, მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა.
ვინაიდან, ოჯახს არ გააჩნდა პრეტენზია, გარდაცვლილს არ ჩატარებია ექსპერტიზა და გამოძიება მომხდარზე არ დაწყებულა“, – განუცხადეს „ინფო 9“-ს შსს-ში.
ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ძლიერი ყინვა გახდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი უსახლკარო იყო.