მეტრომ შესაძლებელია მუშაობა შეაჩეროს- რას ითხოვენ მემანქანეები

01/03/2016

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდას მოთხოვნით, გამაფრთხილებელ აქციას მართავს.

როგორც prof-news აქციის მონაწილეებმა უთხრეს, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თბილისის მეტროპოლიტენის ყველა თანამშრომელი გაიფიცება.

“წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე მოვამზადეთ, რომელსაც მალე შევიტანთ. როგორც შრომის კოდექსშია გაწერილი, 21 დღის შემდეგ ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გავაჩეროთ მეტროპოლიტენი ამ პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში”- აღნიშნავს ერთ-ერთი მემანქანე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის თანამშრომლებთან იმყოფებოან პროფკავშირის “ერთობა-2013”-ის წევრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0