მეტი ნატო საქართველოში – ეს იყო მთავარი თემა

20/05/2021

„მეტი ნატო საქართველოში – ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, საუბრის თემები, ასევე, იყო საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლო, ერთიანი გეგმა, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოში კარგად ხედავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა.

„მათ მადლობა გადაგვიხადეს თანამშრომლობისთვის იქნება ეს ავღანეთი თუ სხვა ფორმატები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა, რომელიც იქნება შემდეგი სამიტის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა და ის სიახლეები, რომელსაც საქართველო ამ სამიტზე ელოდება. ჩვენ ვითხოვთ წევრობას, ეს მიღწეული იქნება მაპით, მაპის გარეშე, რაც ასევე შესაძლებელია, თუ სხვა გზებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ“, – განუცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0