მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის, ფარის, ნაკრის, ლენჯერისა და მულახის ტერიტორიულ ერთეულებში სპორტული დარბაზების მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
სამუშაოებს ახორციელებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,კოშკი“ (ტენდერი შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.procurement.gov.ge ტენდერის ნომერი – NAT160003563)
მშენებლობისთვის მოსამზადებელი ეტაპის სამუშაოების შესრულების სახელშეკრულებო ღირებულება განსაზღვრულია 219 501 (ორასცხრამეტი ათას ხუთას ერთი) ლარით.
ამ ეტაპისთვის ხაიშსა და ფარში მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ლენჯერში, ნაკრასა და მულახში დასრულებულია გრუნტის დამუშავება წერტილოვანი საძირკვლების მოსაწყობად.
მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე.
პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის, ფარის, ნაკრის, ლენჯერის და მულახის ტერიტორიულ ერთეულებში ახალი სპორტული დარბაზები აშენდება. სპორტული დარბაზების მშენებლობის დასრულებისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა მოხდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის, ფარის, ნაკრის, ლენჯერის და მულახის ტერიტორიულ ერთეულებში ახალი სპორტული დარბაზები აშენდება
14/06/2017