მოძრაობა ,,ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე მიმართვას ავრცელებს:
“თქვენ მე და ჩემს მეგობრებს შეგვპირდით, რომ არ წავსულიყავით რადიკალური გზით(სასულიერო პირებიც ჩარიეთ), გვეცლია თქვენთვის და 100%-იანი გარანტია მოგვეცით რომ საკონსტიტუციო ცვლილება(ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ერთობა)მხარდაჭერილი იქნებოდა, საჭირო ხმები მოგროვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გვიმტკიცებდა რომ გვატყუებდით ჩვენ მაინც გულწრფელად გენდეთ.გასაოცრად და სამწუხაროდ დღეს ვისმენ სკეპტიციზმს ხმების რაოდენობასთან დაკავშირებით.გაფრთხილებთ ღმერთმა ნუ ქნას რომ 113 ხმა ვერ მოაგროვოთ და ეს შესწორება ჩავარდეს.არც გამყიდველ ნაცებთან, არც მოღალატე რესპუბლიკელებთან, არც გირჩებთან და არც ნაძვებთან საქმე არ გვექნება, ჩვენ მოვითხოვთ იმათ პასუხისმგებლობას, რომლებმაც ბოლომდე მიყვანილი პროცესი გაგვაჩერებინეს და გარანტიები მოგვცეს, რომ აჟიოტაჟის გარეშე მოგვარდებოდა ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის საკონსტიტუციო შესწორების დამტკიცება. გაფრთხილებთ ნუ გვაფიქრებინებთ,რომ სპეციალურად და შეგნებულად გააჩერეთ პროცესი, წინასწარი შეთანხმებით პარლამენტში გადაიტანეთ თემა რათა საკონსტიტუციო შესწორების საკითხი დროში გაწელილიყო, მისი მიღება ამ მოწვევის პარლამენტს ვერ მოეხერხებინა, ხოლო ამითი ლიბერასტულ-ქართველთმოძულეთა ინტერესები დაგეკმაყოფილებინათ და მიგეცათ შანსი რომ მომავალ პარლამენტში მამაკაცის მამაკაცზე ქორწინება დაკანონებულიყო. მერწმუნეთ ბეწვის ხიდზე გადიხართ, რადგან საკონსტიტუციო შესწორების ჩავარდნის შემთხვევაში შენდობა და დანდობა არ იქნება!!!!!!”- აცხადებს ბრეგაძე.