მერმა შაუმიანში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

31/01/2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად შაუმიანში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შაუმიანი–წერაქვის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნული გზის მონაკვეთი, მოსახლეობისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა, რომელიც წლების განმავლობაში არ შეკეთებულა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა, მიმდინარე წელს კი მათ ეს პრობლემა მოუგვარდებათ. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 5კმ სიგრძის გზა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 3 672 395 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების პირობების თანახმად პროექტი დასრულდება მიმდინარე წლის ნოემბერში.

ინფრასტრუქტურული პროექტის მონახულების შემდგომ, თემურ აბაზოვი შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა, მოისმინა საჭიროებები, გააცნო მუნიციპალიტეტის მიერ სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები და არსებული პრობლემების კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0