ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ მე-4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს მერიის სხდომათა დარბაზში უმასპინძლა. შეხვედრაზე მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეკო კლუბის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და მათ მიერ ჩატარებული აქტივობებზე ისაუბრეს. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში 80 მეტი აქტივობა განახორციელეს გარემოს დაცვის კუთხით. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ,პაატა ნადირაძემ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა. ჭიათურის მერმა ეკო კლუბის წევრებს ერთობლივი დასუფთავების აქციის ჩატარება შესთავაზა, სხვადასხვა იდეებიც გაანდო და ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დააანონსა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სამსახურებს დაავალა,ორგანიზება გაუწიონ ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭოს შექმნას, რომლის პირველი შეხვედრაც 2018 წლის მარტის ბოლოს ჩატარდება.
მერმა ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დააანონსა
08/02/2018