აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ქედის გამგებელთან დავით დუმბაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად, დღეს სოფელ მერისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგრესიის დროს დაღუპული ფრიდონ თურმანიძის საფლავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუთქვეს. უმცროსი სერჟანტი ფრიდონ თურმანიძე 2008 წლის 7 აგვისტოს, სოფელ ყელქცეულში 28 წლის ასაკში დაიღუპა. დარჩა მშობლები, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
აჭარის მთავრობამ პროგრამის ფარგლებში გმირის ოჯახს 3000, ხოლო ქედის გამგეობამ 500 ლარი გადასცა.
მერისში გმირი ფრიდონ თურმანიძე გაიხსენეს
08/08/2016