ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ სოფელ ნატანებში მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
გამგებელი ადგილზე მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და წყალმომარაგების კომპანია „სატისის“ დირექტორთან – დავით ცერცვაძესთან ერთად იმყოფებოდა.
სამუშაოები ნატანების ადმინისტრაციული ერთეულის ე.წ. მე-17 ბრიგადაში მიმდინარეობს.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო 105 000 ლარი. ნატანების ამ უბანს ჰქონდა წყლის მიწოდების პრობლემა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობა ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრულ წყალს მიიღებს,“- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
პროექტი მომზადებულია სოფლების წყალმომარაგების კომპანია „სატისის“ მიერ. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი წყალსადენი 107 აბონენტს მოემსახურება.
მერაბ ჭანუყვაძემ სოფელ ნატანებში მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
19/08/2017