მერაბ ჭანუყვაძემ მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა

03/03/2016

დედის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოცდახუთამდე სამ და მეტი შვილის დედას ფასიანი საჩუქრები და გამგებლის მისალოცი ბარათები გადაეცათ.
3 მარტი მრავალშვილიან დედებს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, გამგებლის მოადგილემ – გიორგი ღურჯუმელიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა – მაიზერ ცელაძემ მიულოცეს.
ღონისძიება მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
„მინდა ყველა დედას მივულოცო ეს დღესასწაული. ბევრი შვილის დედობა განსაკუთრებული მადლია. ვულოცავ მათ, ვინც 3 მარტს დედის სტატუსით შეხვდა და დღეს გახდა დედა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მრავალშვილიანი დედების ყოფის შემსუბუქებას. მიმდინარე წელს მუნციპალიტეტი მათ კიდევ უფო გაუმჯობესებულ სერვისს შესთავაზებს,“ -აღნიშნა გამგებელმა.
3 მარტი დედის დღედ ოფიციალურად 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით გამოცხადდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0