სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ საზოგადოებას 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, მოადგილეები: კობა ქანთარია, მალხაზ თორია და აპარატის უფროსი ლევან წულაია დაესწრნენ. შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა, დამსწრე საზოგადოებას პარლამენტში საკუთარი საქმიანობა გააცნო და ისაუბრა იმ რეფორმებსა და ინიციატივებზე, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს. მერაბ ქვარაიამ ასევე ისაუბრა, მაჟორიტარის ბიუროს საქმიანობაზე, მათ შორის განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, მოქალაქეებისთვის განკუთვნილ სერვისებსა და სამომავლო გეგმებზე. ანგარიში კითხვა პასუხის ფორმატში წარიმართა. შეხვედრას მოქალაქეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მერაბ ქვარაიამ 2018 წლის ანგარიში წარადგინა
04/02/2019