მცხეთა-მთიანეთის მდგრადი/მწვანე რეგიონად გადაქცევისა და საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ინტერესების ოპტიმალიზაციისთვის, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, საერთაშორისო და რეგიონალურმა 28 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტის მიხედვით, რეგიონის მდგრადი და მწვანე განვითარების მისახწევად ხელი შეეწყობა მოსახლეობის განათლების ამაღლებას, ჩატარება სამუშაოები მაღალმთიან სოფლებში დემოგრაფიული პროცესების პრევენციისთვის, პრიორიტეტული გახდება ბიო პროდუქციისა და წარმოების პოპულარიზაცია, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესი.
მხარეები შეთანხმდნენ, გამჭვირვალედ, საზოგადოების აქტიური ჩართულობით განხორციელდეს მემორანდუმით გათვალიწინებული ღონისძიებები, პერმანენტულად გაცვალონ ინფორმაცია რეგიონის მდგრადი განვითარების კონცეფციის, სტრატეგიისა და საჭირო პროგრამების, თუ პროექტების შემუშავების შესახებ.
მემორანდუმი არასამთავრობო და სამთავრობო სექტორს შორის
22/04/2016