მეთხილეობის დარგის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს მიმდინარე წელსაც მასშტაბურად განახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ზუგდიდში გამართულ კონფერენციაზე, მეთხილეობის დარგის გასული წლის შედეგები შეაჯამეს და აღნიშნული მიმართულების სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს თანმიმდევრული გეგმის, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერისა და განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, დღეს მეთხილე ფერმერებს მეტი რესურსი აქვთ იმისათვის, რომ ხარისხიანი მოსავალი მოიყვანონ და მეტი შემოსავალი მიიღონ.
მეთხილეობის დარგის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს მიმდინარე წელსაც მასშტაბურად განახორციელებს
09/02/2023