მედია-სწავლება „ღირსეული პასუხი 2017“ დაიწყო

28/09/2017

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედია სწავლება “ღირსეული პასუხი 2017” დაიწყო.
28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების 18 წარმომადგენელი სწავლების პროცესში 24 საათიან რეჟიმში ჩაერთვება.
სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების,პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.
პრაქტიკული ნაწილი კი, რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს შექმნიან. სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ. რეპორტიორები ასევე, ამ პროცესში თავდაცვის სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, კომპეტენციებსა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.
სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეები მოისმენენ მოწვეული ექსპერტების შეფასებებს და მიიღებენ შესაბამის რეკომენდაციებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0