„მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

05/04/2020

კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს. გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაციის სახით მიაწოდა იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში. გარდა სამთავრობო ცხელი ხაზისა 144, სამივე მუნიციპალიტეტში რეგიონალური ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის თითოეული მაცხოვრებლის დაფიქსირებული კითხვები, რომლებზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0