მებაჟე ოფიცრებმა 1 322 763 ლარის ღირებულების, 18 კილოგრამზე მეტი, ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

18/08/2016

15 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდი“-ს კონტროლის ზონაში სხვადასხვა სინჯისა და წონის არადეკლარირებული ოქროს ზოდები (19 ცალი) საერთო წონით 18.6 კილოგრამი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა უკანონო ტვირთი აზერბაიჯანის მოქალაქის, ა.ი-ს სატრანსპორტო საშუალების რენტგენო-სკანერზე გაშუქებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს. ოქროს სხმულები ავტომობილის უკანა სავარძლის საზურგესა და საბარგულს შორის არსებულ სპეციალურ სამალავში იქნა აღმოჩენილი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 1 322 763 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0