მებაჟეთა ტრენინგი ჩატარდა

11/04/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ოზონდამშელელი ნივთიერებების (ოდნ) იმპორტ-ექსპორტის სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, მებაჟეთა ტრენინგი ჩატარდა.

სწავლება მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: ოზონის შრე და მისი დაცვა, ოზონის შრის დაცვის კუთხით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, კვოტირებული და აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებები, ოზონდამშლელი ნივთიერებების ამოცნობა, კონტრაბანდისა და ფალსიფიკაციის გამოვლენის გზები – საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება. გარდა თეორიული ნაწილისა, სწავლება პრაქტიკულ მეცადინეობასაც მოიცავს.

კერძოდ, მებაჟეები აითვისებენ სპეციალური ხელსაწყოს – მაცივარაგენტების იდენთიფიკატორის გამოყენების ტექნიკას. სწავლებებში 40-მდე მებაჟე მიიღებს მონაწილეობას.
სემინარის ტარდება UNDP-ს მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0