საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 125-ე კმ-ზე მდ. ჩხერეზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ხიდზე ჩატარებული სამუშაოები, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ დაათვალიერა. მდ. ჩხერეზე არსებული ძველი ხიდი, მდინარის ღვარცოფული გამონატანებისგან იყო დაზიანებული და ამორტიზებული, რის გამოც, ახალი, ალტერნატიული ხიდის მშენებლობა გახდა საჭირო. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი, 3 მალიანი, 75 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელი; მოეწყო ხიდის სავალი ნაწილი, ახალი წყალგამტარი მილები, სადრენაჟე არხები და საგზაო ნიშნები; ასევე განხორციელდა, ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 3 680 000 ლარი შეადგინა.
მდინარე ჩხერეზე ახალი ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
22/12/2016