მდინარე ნატანებზე ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს

28/06/2019

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მდინარე ნატანებზე სახიდე გადასასვლელის დემონტაჟი მიმდინარეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ძველ, ამორტიზებულ ხიდს, ახალი ხიდით შეცვლის. ხიდის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სახარია“ ახორციელებს. სამუშაოებს გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0