მდინარე მტკვარზე, უფლისციხესთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება

13/02/2021

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მდინარე მტკვარზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობას ახორციელებს. ამ დროისთვის, მოწყობილია 2 მალის ნაშენი და მიმდინარეობს დანარჩენი ბურჯების მოწყობის სამუშაოები. ხიდი, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელ გზაზე მდებარეობს და მისი სიგრძე 119 მეტრი იქნება. არსებული ხიდი, დაზიანებული იყო და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი გახდა ახალი ხიდის მშენებლობა. ახალი რკინა-ბეტონის სახიდე გადასასვლელი, სრულად მოაგვარებს უსაფრთხო გადაადგილების პრობლემას, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0