მდინარე “დურუჯზე” მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება

11/07/2017

მდინარე „დურუჯზე“ გადაუდებელი ნაპირსამაგრი ნაგებობის და არსებული ნაპირ დამცავი კედლის აღდგენითი სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი, დღეს, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო და მშენებლებს გაესაუბრა. როგორც ცნობილია, “მდინარე “დურუჯი” ღვარცოფული ხასიათის მდინარეა და კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით,ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და საქართველოს მთავრობისთვის მდინარის კალაპოტის წმენდითი სამუშაოები მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა, ამჯერად სამუშაოები ბევრად უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ “დურუჯმა” ყვარელი პირველად 1832 წელს დაანგრია. მომდევნო ტრაგედია 1904 წელს დატრიალდა. მდინარემ ქალაქი წალეკა. 1906 წელს, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დამცავი დამბები აშენდა, რაც ქალაქს 1949 წლამდე იცავდა. 1949 წელს მოვარდნილმა დურუჯმა მთელი საჭოთა კავშირი შეძრა. ღვარცოფი თავს დაატყდა ე.წ. „კაზარმას“, რომელშიც ბერლინის აღებაში მონაწილე სამხედრო საავიაციო ნაწილი იყო განლაგებული. სულ რამდენიმე წუთში სტიქიამ 54 პილოტის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპა დიდძალი პირუტყვი, განადგურდა მიმდებარე ვენახები და ბაღ – ბოსტნები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0