გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის გამო, მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა განპირობებულია 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟით, რომელიც ჯამში 52 ერთეულია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში სრული დემონტაჟი ჩაუტარდება მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს – როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენს, მიმდინარეობს ახალი ხიდების მშენებლობა.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება.
მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის გამო, 3 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
01/02/2019