მახუნცეთში, თანამედროვე ტიპის მინი სპორტული მოედნის მშენებლობა უკვე დასრულდა. სტადიონი ტურისტულ ზონაში, გენ-გემით გათვალისწინებული პროექტების შესაბამისად აშენდა. სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, თანამედროვე ტიპის მინი სპორტული მოედანი დღეს გამგებელმა დავით დუმბაძემ, მიმღები კომისიის წევრებთან ერთად მოინახულა. გამგეობამ მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ახალი სტადიონის მშენებლობა ადგილობრივი ახალგაზრდების მოთხოვნის შესაბამისად გაითვალისწინა, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გამართვა არასტანდარტულ, ავარიულ მოედანზე უხდებოდათ. ახალი სპორტული მოედანი კი სტანდარტების სრული დაცვითაა აშენებული. მოეწყო ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა ტრიბუნები. ამ ეტაპზე გათვლილია მხოლოდ ფეხბურთისა და კალათბურთის სექციებისთვის. პროექტის ბიუჯეტი 112 423 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,როდა“ ახორციელებდა.
მახუნცეთში თანამედროვე ტიპის მინი სტადიონი აშენდა
06/09/2017