ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში საბავშვო ბაღი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ნოდარ ხალვაშმა გახსნეს.
2 სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობაში აღჭურვილია გათბობის სისტემით, ახალი ტექნიკითა და ინვენტარით. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ასევე შეტანილია ახალი საბავშვო წიგნები და სათამაშოები.
მახო საბავშვო ბაღი 120 ბავშვზეა გათვლილი,სადაც დასაქმდა 30-მდე ადგილობრივი. პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 516 000 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღში სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აისბერგი 21-ე“ აწარმოებს.
მახოში საბავშვო ბაღი გაიხსნა
26/09/2016