მაჭის ციხის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია

24/04/2017

მაჭის ციხე ( თოღა ), რომელიც მდებარეობს მდ . მაწიმისწყლისა და ბნელი ხევის შესართავთან , ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზეა .იქვე ციხე-დარბაზის ნანგრევებში, თითქმის ცენტრში, შემორჩენილია მცირე ზომის დარბაზული ეკლესია,მისი აგების თარიღი არ იკითხება, მაგამ მკვლევარ კ.მელითაურის მიხედვით იგი აშენებული უნდა იყოს არაუგვიანეს IX საუკუნისა. ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წელს ტაძრის სრული რეაბილიტაცია განახორციელა,კერძოდ – მოიხსნა დამიწებული ნაშალი ტაძრის გარე პერიმეტრსა და ინტერიერში; კამარა განთავისუფლდა მცენარეული საფარისა და დამიწებული ნაშალისაგან; აღდგა დაზიანებული კარნიზები; დაარმირდა და კირხსნარით შეივსო ტაძრის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებზე არსებული ბზარები; ნაწილობრივ გადაეწყო კამარა; დამზადდა და დამონტაჟდა ლარიქსის ჯიშის ხის ორი კარი; ტაძარი გადაიხურა თუნუქით,ლორფინის იმიტაციით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0