მაჭახლის დაცული ლანდშაფტის სამართლებრივი არსებობისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა იქმნება

09/06/2022

​პარლამენტმა 95 ხმით „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, პირველი მოსმენით მიიღო. საკითხი განსახილველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარადგინა. ​მომხსენებლის ინფორმაციით, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას.
დავით გაბაიძის თქმით, კანონპროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად მომზადდა და მაჭახლის დაცული ლანდშაფტის განვითარებაზეა ორიენტირებული. კერძოდ, საუბარია ხეობის დაცვის, აღდგენისა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობაზე, მაჭახლის დაცულ ლანდშაფტში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის, დაცვაზე, აღდგენასა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უზრუნველყოფაზე. ​ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს ეკო სისტემური სერვისების დაცვისა და ადამიანის და გარემოს ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობასა და მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, აღდგენისა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0