მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2017 წლის იანვრიდან აიკრძალება

08/03/2016

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2017 წლის იანვრიდან აიკრძალება.

მისი თქმით, ავტოიმპორტიორებთან თარიღზე შეთანხმება უკვე მოხდა და კანონპროექტში, ამ კუთხით საბოლოო ცვლილება განხორციელდა.

რაც შეეხება შს სამინისტროს კანონპროექტში არსებულ სხვა რეგულაციებს, შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, მუშაობა დეპუტატებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0