მარშალ გელოვანის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია

29/04/2022

მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყლის მილი დაზიანდა, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. დაზიანების გამო, სატრანსპორტო საშუალებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ცალმხრივად მოძრაობდნენ. შეზღუდვა მოიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც და ისინი მგზავრთა გადაყვანას შეუფერხებლად, დადგენილი სქემით შეძლებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0