მარტვილში ზებრა გადასასვლელი მოიხატა

23/05/2018

მარტვილის მუნიციპალიტეტში პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის ინიციატივით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ზებრა გადასასვლელი მოიხატა. აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა (მაკა) გულორდავა, კეთილმოწყობის ცენტრის უფროსი დავით თოდუა, მერიის თანამშრომლები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0