მარტვილში გზის მშენებლობა დასრულდა

01/07/2016

ქალაქ მარტვილში, თელი წოწორიას ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების პარალელურად გზის დამხმარე ნაგებობების მოეწყო. აღსანიშნავია, რომ ამ გზის კეთილმოწყობის სამუშაოები პირველად ჩატარდა, წლების განმავლობაში ფაქტობრივად ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო. გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა.
▶ პროექტის ფარგლებში დაიგო1340 მეტრი გზა.
▶ პროექტის ღირებულებამ შეადგინა 226 000 ლარი;
▶ სამუშაო შეასრულა სს ,,არქეოპოლისმა“;
▶ სამუშაოზე დასაქმებული იყო 40-მდე ადამიანი და 15 ერთეული ტექნიკა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0