მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

29/07/2020

მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუკრი ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსთან ნუგზარ ცანავასთან ერთად, ზედა ნაგვაზაოს და ნახუნაოს საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში გარე საპირფარეშოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 7 485 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ოაზისი“ ახორციელებს. ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში წინაკვერკვეს საჯარო სკოლაში საპირფარეშოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 13 549 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ. ზაურ ჯახუა ასრულებს. მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 საჯარო სკოლაში განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0