მარტვილის კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეო

11/04/2016

მდინარე აბაშის კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ბუნების ძეგლზე შენდება ვიზიტორთა ცენტრი, ასევე მიმდინარეობს ტურისტული ბილიკების მოწყობის, ხიდების, ნავმისადგომებისა და გადასახედის სამშენებლო სამუშაოები, რესტავრაცია უტარდება ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში მილიონ ორას ორმოცდაორი ათასი ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0