მარნეულის მუნიციპალიტეტს, საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ესტუმრა, რომელმაც მუნიციპალიტეტის გამგებელ მერაბ თოფჩიშვილთან, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევთან, თვითმმართველობის სხვა თანამშრომლებთან და ქვემო ქათლში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორის მოადგილესთან კახაბერ გუგეშაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის „მენაშენეების პროექტის“ ფარგლებში შესყიდული მშენებარე ბინების მშენებლობის პროცესი მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრომ , შპს „ნოვოსაგან“ 50 ბინა იყიდა, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დასრულდება და მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
მარნეულში მცხოვრები დევნილებისთვის სამინისტრომ 50 ბინა შეიძინა
14/06/2016