ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეებთან, ალექსანდრე მეტრეველთან და ზაურ დარგალთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ თოფჩიშვილთან, ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან ლერი ფანგანთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
გუბერნატორმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქვემო სარალშო სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები და დასრულებული სასმელი წყლის რეზერვუარი მოინახულა.
რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ ნორგიულშიც იმყოფებოდნენ, სადაც შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გუბერნატორმა მოინახულა
04/08/2017