მარნეულის ორ სოფელში გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა

09/09/2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალსა და სოფელ სეითგოჯალოში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა სოფელ ქვემო სარალსა და სოფელ სეითგოჯალოში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულებული სამუშაოები პირადად მოინახულეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და სოფლებში სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში, ქვემო სარალში 940 მეტრის მოცულობის გზა მოასფალტდა, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 468 140 ლარით დაფინანსდა. სოფელ სეითგოჯალოში 1 100 მეტრი მოცულობის გზის მოასფალტებისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 682 815 ლარი გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0