მარნეულის მუნიციპალიტეტში, მუსლიმი თემის პატივსაცემად, იფთარი გაიმართა

04/04/2024

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მუსლიმი თემის პატივსაცემად, იფთარი გაიმართა.

„ქვემო ქართლის მხარე ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულია, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრების, ძმობის და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შენებისას, საზოგადოების თითოეულმა წევრმა იგრძნოს თავისი როლის მნიშვნელობა ამ პროცესში. მინდა მოგილოცოთ მუსლიმ თემს, ბედნიერება, კეთილდღეობა და წარმატებები გისურვოთ”- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა სიტყვით გამოსვლისას.

ვახშამზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, სრულიად საქართველოს შეიხმა ფაიგ ნაბიევმა, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა სავალან მირზოევმა, ზაურ დარგალმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, კაზიმ კარტალმა.
იფთარს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0