მარნეულის მუნიციპალიტეტში, ფესტივალი „ღვინის დღეები“ გაიმართა

08/10/2023

მარნეულის მუნიციპალიტეტში, „კიდევაც დაიზრდებიან” ძეგლის მიმდებარედ არსებულ სკვერში, საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციის ორგანიზებით ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ გაიმართა. საფესტივალო პროგრამის ფარგლებში, ადგილზე წარმოდგენილი იყო თემატური საგამოფენო სივრცეები, ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული კერძების დაგემოვნება, პურის ცხობის, ჩურჩხელების ამოვლების, ღვინის დაწურვისა და ფელამუშის მომზადების მასტერკლასები. ასევე, გაიმართა საბავშვო აქტივობები: ღვინის ბოთლის ეტიკეტისა და თიხის ქვევრების მოხატვა, ხეზე ამოწვის გაკვეთილი, სამახსოვრო ხელნაკეთი ნივთების შექმნა. ფესტივალი დასრულდა კონცერტით, რომელშიც Gigi Pianoman, ანსამბლი „ფორტე“, ოთო ნემსაძე და ბენდი იღებდნენ მონაწილეობას. ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები”, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0