,,მარიოტის” ქსელის სასტუმრო ,,მოქსის” მშენებლობა დაიწყო

18/04/2016

სასტუმროს ექნება 130 ნომერი, სავაჭრო სივრცე, საოფისე ფართი
თბილისში უახლესი ეკონომ სეგმენტის ბრენდი „მოქსი“ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით პირველი იქნება
„მოქსი“ (MOXY) სპეციალურად შეიქმნა საშუალო და დაბალბიუჯეტიანი მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად, რომლის პირველი სასტუმრო გასული წლის სექტემბერში მილანში გაიხსნა
მშენებლობა ხელს შეუწყობს ამ ისტორიული უბნის შემდგომ განვითარებას და ახალ სიცოცხლეს შესძენს მტკვრის მარცხენა სანაპიროს
პროექტს „ჯი-ემ-თი ჯგუფი“ ახორციელებს და მისი დასრულება 2017 წლის ბოლოს არის დაგეგმილი
2015 წელს დაიწყო პროექტის „ახალი ტფილისი“ განხორციელება, რომელიც ისტორიული უბნების მათ შორის, ზაარბრიუკენის მოედნის ტერიტორიის მოწყობას მოიცავს
2013-2015 წლებში გაიხსნა 120-ზე მეტი სასტუმრო , 2016-2017 წლებში 80-მდე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება
2016 წლის იანვარ-მარტში ტურისტების რაოდენობა 15.7% -ით გაიზარდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 56.1%-ით 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

Tweet about this on TwitterShare on Facebook0