დეპუტატობის კანდიდატების შერჩევისას უმთავრესი ამომრჩევლის პოზიციაა, – ასე ხსნის ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი რიგ მაჟორიტარულ ოლქებში წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული მაჟორიტარების წარდგენას.
ვოლკის თქმით, მათ თვალდახუჭული არაფერი გაუკეთებიათ.
”ჩვენ ყველანი წარსულიდან მოვდივართ. არის საკითხები, რომელიც ადამიანის წარსულსაც ითვალისწინებს და კონკრეტულ საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის დამოკიდებულებას ამ ადამიანის მიმართ. არის უამრავი ადამიანი: ზოგი ბიზნესმენი, ზოგი პოლიტიკოსი, რომლებიც ძალიან დიდ რესპრესიებს განიცდიდნენ. მთავარი მაინც არის ამომრჩეველი, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი რაიონისთვის ის კონკრეტულ ადამიანი არის უკეთესი და პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი. იმ კონკრეტულ ადამიანს კი მიაჩნია, რომ როგორღაც ამოისუნქთა იმისგან, რა მდგომარეობაშიც იყო და მზად არის, სამშობლოს ემსახუროს. აი ეს არის ამოსავალი წერტილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.