აქტიური ტურისტული სეზონის დადგომამდე, დაბა მანგლისში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით სრულად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სველი წერტილები, ველო ბილიკები. დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, საბავშვო ატრაქციონები და განათება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე პირადად მოინახულეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსმა, ავთანდილ მჭედლიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
173 326 ევროს ღირებულების პროექტი, “დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში – საქართველო” ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით, საკონსულტაციო ჯგუფი GFA-ს მიერ ხორციელდება. პარკის რეაბილიტაციის პროექტი მომზადებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
მანგლისში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
03/02/2020