მანანა კობახიძე იქნება მიკერძოებული მოსამართლე

08/02/2017

სამწუხაროდ, მანანა კობახიძე წლების განმავლობაში აკეთებდა ისეთ წარმოუდგენელ განცხადებებს, რომლებიც ნამდვილად რთულად ჯდება მოსამართლეობის მსურველი ადამიანისთვის დამახასიათებელ განცხადებებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიკა მელიამ განუცხადა. მელიას თქმით, კობახიძის პოლიტიკური საქმინობა კარგად მიუთითებს იმაზე, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ემსახურება.

„მანანა კობახიძის განცხადებები ეწინაღმდეგება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპებს. მისი პოლიტიკური საქმიანობა უკანასკნელი წლების განმავლობაში ნათლად ცხადყოფს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს ემორჩილება და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასეთი ადამიანი რომ წავა მოსამართლედ, ბუნებრივია, ის იქნება მიკერძოებული და დამოკიდებელი – ამაზე თავად კობახიძეს არ აქვს კითხვა“, – განაცხადა მელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0