მამუკა ფუტკარაძემ გეოლოგებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ლოკაციები მოინახულა

18/10/2017

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსმა მამუკა ფუტკარაძემ გეოლოგებთან და ქედის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან დავით თედორაძესთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ლოკაციები მოინახულა, კერძოდ: სოფელ გოგინიძეებში ომარ ბაჯელიძის, სოფელ ზენდიდში თენგო ბერიძისა და სოფელ წონიარისში ილია ბერიძის საცხოვრებელ სახლთან განვითარებული მეწყრული პროცესები, აგრეთვე სოფელი ზვარის და ყურაულის საავტომობილო გზა. გეოლოგიური სამსახური ლოკაციების მთლიან შესწავლას უახლოეს დღეებში განაახლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0