მამუკა საღარეიშვილმა რეგიონის რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

18/02/2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის პირობებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ უსაფრთხოების ზომებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე. რეგიონის რწმუნებულის თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თითოეული სკოლას ჰქონდეს შესაბამისი პირობები, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო და სრულფასოვან გარემოში შეძლონ განათლების მიღება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0