შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ამჯერად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ის საკითხები, რაც მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია. ასევე, ხაზი გაესვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაზე.
მამუკა საღარეიშვილი ხაშურის მუნიციპლიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა
05/03/2021