მამუკა საღარეიშვილი შტაბის წევრებს შეხვდა

17/02/2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი შტაბის წევრებს შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე რეგიონში არსებული ეპიდ-სიტუაცია, აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები განიხილეს. ასევე, შტაბის ხელმძღვანელმა სამხარეო პოლიციის უფროსის, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ხელმძღვანელისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან მათი მიმართულბით რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოისმინა. რწმუნებულის თქმით, ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა ხელს შეუწყობს რეგიონში ეპიდსიტუაციის ეფექტურ მართვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0