მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში შეხვდა

16/11/2017

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ფრანსუა პეშოს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის მიმართულებები, სსფ-ის პროგრამა, რომელიც სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას.
ასევე, განიხილეს 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა და მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები. ხაზი გაესვა ინსტიტუციური რეფორმების, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით სსფ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0